ინფორმაცია
თქვენი შეკვეთის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერი მოსახერხებელი გზით:
ნაღდი ანგარიშსწორებით ხოლოდ კურიერის შეკვეთების თბილისში, ან ჩვენს ჩაის მაღაზიაში ყიდვისას.
საკრედიტო ბარათის საშუალებით (ჩვენი ჩაის კლუბში შეძენისას)
უნაღდო ანგარიშსწორება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის
ფულადი გზავნილები Western Union, ზოლოტაია კორონა და სხვა
PayPal
გამყიდველი
შეკვეთის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე და მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემები დაცულია და კონფიდენციალურია.
მონაცემები ინახება საიტის მონაცემთა ბაზაში და ხელმისაწვდომია მხოლოდ გუნდის წევრებისთვის.
საქონლის აღწერა
მწარმოებელი და მომწოდებელი (ინტერნეტ-მაღაზია Tea Club.ge) უფლებას იტოვებს შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება საქონლის აღწერილობაში შეტყობინების გარეშე.
ყიდვის წინ მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს საქონელს და დააზუსტოს მისი მახასიათებლები.
შეკვეთის გაუქმება
მომხმარებელს აქვს უფლება გააუქმოს შეკვეთა იმ შემთხვევაში, თუ:
საქონელი არ შეესაბამება ფოტოსურათზე მოცემულ გამოსახულებას.
საქონელი დაზიანებულია ტრანსპორტირების დროს ან სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო
დახასიათება არ ემთხვევა ოპერატორთან შეთანხმებულ სპეციფიკაციას
სხვა შემთხვევაში საქონელი უკან არ მიიღება და არ იცვლება სხვა საქონელზე.
მყიდველი ვალდებულია შეკვეთის გაუქმების შესახებ აცნობოს მაღაზიას კურიერის მოსვლამდე 1 საათით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი აანაზღაურებს კურიერის მომსახურების საფასურს – 5 ლარს.
საიტზე რეგისტრაციის, ერთ დაწკაპუნებით შეკვეთის გაფორმებისა და შეკვეთის განვადებით მიღებისას და ტელეფონით მომხმარებელი ეთანხმება კომპანიის წესებს. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმება, მომხმარებელი ვალდებულია არ განათავსოს შეკვეთა ინტერნეტ-მაღაზიაში www.teaclub.ge.
მიწოდება ხდება საქართველოს მაშტაბით.
საკურიერო მიტანა თბილისში
მიტანა ხდება შეკვეთის გაფორმების შემდეგ უმოკლეს ვადებში. თუ თქვენ შეკვეთა 12:00-მდე გააფორმებთ, მიწოდება შეიძლება მოხდეს იმავე დღეს.
მიტანის სერვისის საფასური შეადგენს 10 ლარს. 100 ლარზე მეტ შეკვეთაზე მიტანის სერვისი უფასოა.
საქართველოს ფოსტით მიწოდება, წინასწარი გადახდით.
მიწოდების დრო 1-5 სამუშაო დღე რეგიონის მიხედვით. ღირებულება 10 ლარიდან დამოკიდებულია შეკვეთის წონაზე და მოცულობაზე
თქვენს მიერ მოცემული პერსონალური ინფორმაცია (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელფოსტა, საკრედიტო ბარათის ნომერი) კონფიდენციალურია და გასაჯაროებას არ ექვემდებარება. თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემების გადაცემა ხორციელდება დაშიფრული სახით და არ ინახება ჩვენს სერვერზე.
საბანკო ბარათების მეშვეობით გატარებული ყველა ოპერაცია VISA International, MasterCard და სხვა გადახდის სისტემების მოთხოვნების შესაბამისად ხდება. ინფორმაციის გადაცემისას გამოიყენება ონლაინ-გადახდის უსაფრთხოების სპეციალური ტექნოლოგიები, მონაცემთა დამუშავება ხორციელდება საპროცესინგო კომპანიის მაღალტექნოლოგიურ სერვერზე.
ფასდაკლება
მუდმივ კლიენტებს სიამოვნებით ვთავაზობთ ფასდაკლებას
თვალყურს ვადევნებთ ყოველი მყიდველის შეკვეთის მოცულობასა და რაოდენობას, და ვთავაზობთ ფასდაკლებას.
ფასდაკლების სისტემაში მონაწილეობისთვის აუცილებელია შეკვეთების გაფორმება დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელით
ფასდაკლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით წერილობით მოგვმართეთ ჩვენ..
გაქვთ თქვენი საიტი, ბლოგი თუ პოპულარული გვერდი სოციალურ ქსელებში? მოუყევით სხვებს ჩვენს შესახებ თქვენი რესურსის გვერდზე, გადმოგვიგზავნეთ ბმული გატანილ ინფორმაციაზე info@teaclub.ge და თუ თქვენი რესურსიდან ან გვერდიდან არანაკლებ 20 შემოსვლა იქნება ჩვენს საიტზე, თქვენ მიიღებთ ფასდაკლებას ჩვენს მაღაზიაში!
წახალისების აქცია უვადოა. განსაკუთრებით აქტიური მონაწილეები, განსაკუთრებით გულუხვად დასაჩუქრდებიან!
თუ გაქვთ რაიმე კრეატიული იდეა ჩვენი ჩაის კლუბის პოპულარიზაციისთვის, მოგვწერეთ; მზად ვართ ახალი იდეებისა და თანამშრომლობისთვის!
საქონლის დისტანციური გაყიდვის წესები მომხმარებელს (მყიდველს) უფლება აქვს უარი თქვას საქონელზე (შესაბამისი ხარისხის საქონლის ჩათვლით თუ ის არ იყო გამოყენებული გადაცემამდე ნებისმიერ დროს, გადაცემის შემდეგ კი 2 დღის ვადაში. ამასთან, შესაბამისი ხარისხის საქონლის გადაცვლა შესაძლებელია იმ, შემთხვევაში თუ მოცემული საქონელი არ არის შეტანილი შესაბამისი ხარისხის საქონლის ნუსხაში, რომლებიც არ ექვემდებარებიან დაბრუნებას. ნაყიდი საქონლის დაბრუნების და გადაცვლის აუცილებელი პირობაა სასაქონლო სახის, კომპლექტაციის, შეფუთვის შენარჩუნება, და სასაქონლო თუ სალაროს ქვითრის არსებობა.
განსხვავებით არა-საკვები პროდუქტებისგან, რომელთაგან მხოლოდ ზოგიერთი არ ექვემდებარება გადაცვლას, საკვები პროდუქტები არ შეიძლება დაბრუნებული იყვნენ მაღაზიაში ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ანუ მთელი ნუსხა პროდუქტებისა, რომელიც მიეკუთვნება საკვები პროდუქტების ჯგუფს, დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საკვები პროდუქტების სია, რომლებიც არ ექვემდებარებიან გადაცვლას დადგენილია, მცენარეული წარმოშობის (მარცვლეული, ბურღულეული, მაკარონის და საკონდიტრო ნაწარმი, შაქარი, ბოსტნეული, ხილი, სოკო) ცხოველური წარმოშობის (რძის, ხორცის, თევზის და კვერცხის ნაწარმი); შერეული ხასიათის ( კარაქი, ცხიმები, მაიონეზი, მარგარინი, ყავა, ალკოჰოლური და არა-ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სანელებლები, საწებლები).
არა-საკვები საქონელზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდილი თანხა ექვემდებარება დაბრუნებას გარდა იმ ხარჯისა, რომელიც საქონლის მიტანისთვის იყო გადახდილი, და სხვა ხარჯისა.
საქონლის დაბრუნების მიზეზებთან და საქონლის ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართეთ მომხმარებლებთან მუშაობის განყოფილებას ტელეფონით:+995595990998 ან ელ-ფოსტით: info@teaclub.ge
ჩაის კლუბი და ინტერნეტ მაღაზია
LTD Tea Club
406297467
საქართველო თბილისი
ანტონ ფურცელაძის 14
ტელ: 595990998
Info@teaclub.ge
სამუშაო საათები :
ორშაბათი – კვირა 12.00 – 20.00