იამე სენჩა

იაპონური მწვანე ჩაი იამე-ს ოლქიდან (ფუკუოკას პრეფექტურა). 2021 წლის გაზაფხულის მოსავალი.

მშრალ მდგომარეობაში: წვრილი, მუქი მწვანე ჩაის ფოთლების და მათი ფრაგმენტების მილაკები. მშრალი ჩაის სურნელი მკვეთრი, ბალახისებრი, ახლად მოთიბული თივის ნოტებით. ნაყენი ოდნავ მყქი, მკვეთრი ყვითელ-მწვანე ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი ახალი, ბალახისებრი,ზღვის მცენარეების ნოტებით. სურნელი ახალი, ზაფხულის მდელოს ტონალობით. გემო მკვრივი, აბრეშუმისებრი, მოტკბო, ბალახის მსუბუქი სიმწარით, ხილის წვნიანი სიმწკლარტით, ტოვებს ხანგრძლივ, გამაგრილებელ შეგრძნებას.

დაყენების კლასიკური იაპონური მეთოდი: ჩაიდანში მოითავსეთ 2 გრ სენტია 100 მლ ცხელ (70 გრადუსი) წყალზე. 45-60 წამის მერე ჩამოასხით ჭიქებში.  ჩაიზე წყლის დასხმა შეიძლება სამჯერ. მეორე დაყენების დრო – 15 წამი, მესამე დაყენების – 30 წამი.

მშვენიერი არჩევანი ემოციური გადატვირთვისთვის: გაჯერებული გემო, გამამხნევებელი და მკვეთრი სურნელი, და გამომაფხიზლებელი ზემოქმედება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *