2021 წლის გაზაფხულის მოსავალი.
მშრალ მდგომარეობაში: მკვეთრი მწვანე ფერის უწვრილესი ფრაქციის ფხვნილი. სურნელი ძლიერი, ბალახისებრი.
მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, ზღვის მცენარეების და ახლად მოთიბული ბალახის ნოტებით. სურნელი ინტენსიური, მწარე, ქორფა. გემო მკვრივი, ძალიან რბილი, ხავერდოვანი, ბალახისებრი ოდნავი სიმწარით, რომელიც ტოვებს ხანგძლივ წვნიან გემოს.
მომზადების წესი: მოათავსეთ ჩაის ფხვნილი 2 გრ (2 კოვზი-ტიასიაკუ) ტიავან-თასში, დაამატეთ 30 მლ ცხელი 80 გრადუსის წყალი და ტიასენ-ფუნჯით მოურიეთ. როცა ფხნილი წყალში მთლიანად გაიშლება, დაამატეთ კიდევ 40-60 მლ წყალი და გააგრძელეთ ხსნარის ათქვეფა ძლიერი ქაფის წარმოქმნამდე.
მშვენიერი არჩევანია იმათთვის, ვისაც მკვეთრი მაგრამ არა მძაფრი გემოს ჩაი ურჩევნიათ. მოქმედება გამაგრილებელი, მატონიზირებელი. უხდება მაგარი კოიტიას და სუსტი უსუტიას დამზადებისთვის.