დამზადებულია ეროვნული პარკის „რუსეთის ჩრდილოეთი’-ის ტერიტორიაზე ვოლოგდის რაიონში (რუსეთის ფედერაცია). დამუშავებულია ჩინური ჩაის სიაოცჟუნ-ის ტექნოლოგიით: ცხელი გაშრობის ფინალურ ეტაპზე ჩაი გამთბარია 2 საათის განმავლობაში ხეხილის (ქლიავის, ალუბლის და გარგარის) ნაკვერჩხალზე.
მშრალ მდგომარეობაში: საშუალო ზომის თხელი მუქი ყავისფერი ფოთლების და ყლორტებისაგან დამზადებული გრეხილები. სურნელი თავშეკავებული, ბალახ-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, ღია თაფლისფერი.
მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, პურის, ყვავილების, კენკრის და ბოლის ნოტებით. გემო რბილი, მოტკბო-მომჟავო. სურნელი ნაზი, ბალახისებრ-ყვავილოვანი, შებოლვის ნოტებით.
დაყენების წესი: 6-8 გრ ჩაი მოათავსეთ კერამიკულ გაივანში, თიხის ან შუშის ჩაიდანში და დაასხით 100 მლ ცხელი (95 გრადუსი) წყალი. დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის გადიდებით. უძლებს 5-6 დაყენებას. მშვენიერი არჩევანია ერთჯერადი დაყენებისათვის (2-3მგ ჩაი 200მლ წყალზე).
არ შეიცავს კოფეინს, შეგიძლიათ მიირთვათ ეს სასმელი საღამოს, ძილის წინ. მოქმედებს დამამშვიდებლად, დამაწყნარებლად, ათბობს სხეულს და სულს