შემადგენლობა:
კურილის ჩაი
შავი მოცხვის ფოთლები
ბადანი
საგან-დაილია
ფიჭვის კვირტი
ასკილი
შიზანდრა (ჩინური ლიმონიკის კენკრები)
ინგრიდიენტები დაკრეფილია ალტაიში და შორეული აღმოსავლეთში, 2021 წელს, 100% ველური ბუნების მოსავალია.
ჯგუფ „სადღაც იქ“ მუსიკალურ ალბომში პლასტმასის დისკის მაგივრად დაგხვდებათ ველური მცენარეების ნაკრები.
ბალახების ნაკრები შედგება 7 კომპონენტისაგან, კოლოფის შიგნით განთავსებულია qr-კოდი, რომლის მეშვეობით გადახვალთ საიტზე. იქ იხილავთ „ველურ ალბომს“, რომელიც 7 სიმღერისაგან შედგება.
გარეკანის დიზაინი – ჯგუფის ვოკალისტის, საშას მიერ დახატული სურათია.
მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების და ველური ბალახების გემოს ექსკლუზიური კოლაბორაცია. ეს ჩვენი პირველი გამოშვებაა ამ ფორმით. გაყიდვების ნაწილი წავა ახალი სიმღერების ჩაწერაზე #gdetotamusic
საგან-დაილიას მკვეთრი სურნელი კოლოფში დაგხვდებათ, ბალახების ხავერდოვანი და გამათბობელი გემო ასკილის და შიზანდრის სიმჟავით გაგამხნევებთ და იმუნიტეტს გაგიძლიერებთ.
მომზადების მეთოდი:
მოატეხეთ 1 ნაჭერი, მოათავსეთ თერმოსში ან ჩაიდანში, დაახსით 500-700 მლ ცხელი წყალი, დაელოდეთ მინიმუმ 10 წუთი.
უკუჩვებებები: ორსულობა, ძუძუთი კვება, თირკმელების დაავადებები.
დალიეთ ჭამის შემდეგ, აძლიერებს ტონუსს. არაა რეკომენდირებული საღამოს საათებში.