მცენარეული ნაკრები «აუუუ», 50 გ

შემადგენლობა:

ჟოლოს ფოთოლი დახვეული
გრაკლა ფერმენტირებული
ვაშლის ფოთოლი ფერმენტირებული
თხაწართსალა-ჩაი, ტვერის ოლქი
ალუბლის ფოთოლი ფერმენტირებული, გრანულოვანი ღვია
ველური მცენარეების ნაკრები დაპრესილი
დაკრეფა – 2020 წლის ზაფხული

ყველა მცენარებ გაიარა ხანგძლივი ფერმენტაციის საგანგებო პროცესი. შედეგად ბალახის გემო და სურნელი გაქრა.

ფერმენტირებული მცენარეების და კენკრის ლამაზად დაპრესილი ფილა. მშრალ მდგომარეობაში მუქი ფილა წინწკლებით და მომჟავო-მოტკბო სურნელით.

ნაყენი მუქი ყვითელი ფერის მოტკბო სურნელით.
გემო ბალანსირებული, მოტკბო-მომწკლარტო ოდნავი სიმჟავით.

დამზადების წესი:

ფილა შედგება 9 ნაწილისგან და გათვლილია დაახლოებით ჩაის 5 ლიტრზე. რეკომენდირებულია სითბოს შემნახველ ჭურჭელში დაყენება ერთჯერადად. 1 ნატეხი 500 მლ მდუღარე წყალზე. დააყენეთ 5 წუთზე მეტი. ასევე შეიძლება თერმოსში დაყენება ან მოხარშვა ტრადიციული ჩაის და სხვა მცენარეების დამატებით.

მცენარეული ნაკრები „აუუუ“ პრაქტიკულად უვნებელია, შეიძლება ბავშვებთან ერთად მიირთვათ.

გრაკლას გააჩნია ზოგად-გამაჯანსაღებელი და დამამშვიედებელი თვისებები. მატონიზირებელი და მჟავიანობის დამაბალანსებელი თხაწართსალა-ჩაი ავსებს გემოს, და ალუბლის ფოთლები და ნაყოფი გემოს აძლევენ  სასიამოვნო სიმჟავეს და სურნელს. ჟოლოს ფოთოლი ასევე მატებს მომაჯადოებელ სურნელს. ნაკრების გემო ისეთია, თითქოს ტყეში გაისეირნეთ, იქ მცენარეები დაკრიფეთ და იქვე თერმოსში დააყენეთ! ოღონდ, ეს ჩვენ გავაკეთეთ თქვენთვის და შედეგად ბალანსირებული, მოტკბო-მომწკლარტე ოდნავი სიმჟავის მქონე ნაკრები მივიღეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *