გაზაფხულის ზურმუხტოვანი სპირალები, 2021 წლის ზაფხულის მოსავალი, პროვინცია იუნან
მშრალ მდგომარეობაში: დახვეული ფოთლების მცირე ზომის ბურთულები. არომატი ქორფა, ინტენსიური, სანელებელ-ბალახოვანი. ნაყენი გამჭირვალე, ძალიან ღია მომწვანო ელფერის.
მზა ჩაის ბუკეტი გამოკვეთილი, ქორფა, სანელებელ-ბალახოვანი ყვავილების და თხილის ნოტებით. არომატი ნაზი, მაღალი, ბალახ-ყვავილოვანი. გემო წვნიანი და მსუბუქი, ზეთოვანი, მოტკბო, ოდნავ შესამჩნევი სიმწრით, დიდხანს ტოვებს გამაგრილებელ შეგრძნებას.
დაყენების წესი: ფაიფურის გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან შუშის ჭურჭელში ჩაყარეთ 3 გრამი ჩაი და დაასხით 100 მლ ცხელი წყალი (70-75 გრადუსი). დალიეთ გადმოსხმით, ექსპოზიციის თანადათან ზრდით. უძლებს 7 დაყენებას.
პირველი კრეფის შესანიშნავი მწვანე ჩაი – ცოცხალი და გამოკვეთილი, მეგობრული და მეტად სურნელოვანი