გუანსი ლუი ჩაი

დაყენების ტემპერატურა: 75-80°С

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 6-7

ჩაის რაოდენობა: 4-5 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: ბალახეულობის ელფერით, მინდვრის ყვავილების ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: გუანსი

ფორმა: ფხვიერი

2019 წლის ზაფხულის მოსავალი. მწვანე ჩაი პროვინცია გუანსიდან.

მშრალი სახით: საშუალო ზომის, მუქი მწვანე კვირტების კვანძები. არომატი – ინტენსიური, სანელებლებისა და ბალახეულის ელფერით. ნაყენი – გამჭვირვალე, ღია მოყვითალო-მომწვანო ფერის.

გამზადებული ჩაის ბუკეტი, გამაგრილებელი, სანელებლებისა და ბალახეულობის ელფერით, მინდვრის ყვავილების ნოტებით. გემო – მდიდარი, რბილი, ნაზი, კენკრის ოდნავი სიმჟავითა და გამაგრილებელი ეფექტით დალევის შემდეგ.

ჩაის დაყენება საჭიროა ცხელ წყალში (75-80°С), ფაიფურის გეივანში, ან ფორიანი თიხისგან დამზადებულ, თხელ კედლებიან ჩაიდანში. წყალთან შეზავების პროპორცია შეადგენს 4-5 გრამს 100 მილილიტრთან. მიირთმევა წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათანობით გაზრდით. უძლებს 6-7 დაყენებას.

საუკეთესო არჩევანია, თუ კი გსურთ მოიხსნათ დაღლილობა, გაგრილდეთ და აივსოთ ენერგიით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *