ემეიშაინ გაოცზი ლუნცზინ, 2022 წლის გაზაფხული,

„დასავლეთის ტბის დრაკონის ჭა“ – დამზადებულია ემეიშანის მთებში (პროვინცია სიჩუანი) 2022 წლის მოსავლის გაზაფხულის პირველი კვირტებისაგან.

მშრალ მდგომარეობაში: ანარჩევი, მსხვილი, ბრტყელი, პრიალა ფისტაშის ფერის კვირტები. სურნელი გამაგრილებელი, მკვეთრი, ბალახისებრ-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, მეტად ღიაფერი ყურძნის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი გამაგრილებელი, მკვეთრი, ბალახისებრ-ყვავილოვანი თხილის ნოტით. სურნელი ნაზი, თხილისებრ-ყვავილოვანი. გემო ნაზი, წვნიანი და ტკბილი, ზეთოვანი, კენკრის მსუბუქი სიმჟავით. ტოვებს გამაგრილებელ წვნიან გემოს.

ჩაი მოათავსეთ ფაიფურის გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში და დაასხით 80 გრადუსის ცხელი წყალი. პროპორციები: 3-4 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით, ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 6 დაყენებას.

მშვენიერ მწვანე პირველი დაკრეფის ჩაი, სიცოცხლის სუნთქვით, გაზაფხულით და ოპტომიზმით სავსე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.