ემეიშანი ჩჟუ ე ჩინ, მარტი 2022

ემეი ჩჟუ ე ცინისთვის კრეფენ ქორფა და ნაზ ნაადრევ კვირტებს. მათი დამუშავების ხელოვნება თითქმის საიუველიროა. საუკეთესო ჩაი – ნაადრევი, დაკრეფილი ცინ მინ სეზონის დადგომამდე (აპრილის პირველ რიცხვებში). გაზაფხულის ჩაის ნაყენი ყვითელ-მწვანე და კრიალა აქვს, გამჭვირვალე, გემოთი მაგარია, მაგრამ ტოვებს ტკბილ გემოს სხვა გემოთა მინარევების გარეშე. ზაფხულის ჩაის ნაყენი კი ოდნავ მღვრიეა, გემოთი უფრო მომწარო და მწკლარტი. შემოდგომის ჩაის ფერი ასევე ყვითელ-მწვანეა მაგრამ გემო მოკრძალებული და რბილი აქვს.

მშრალი სახით – ნარჩევი, მკვრივი, მკვეთრის მწვანე ფერის, ბრტყელი, კრიალა, ოროვე ბოლო წაწვეებული, ფაქიზი კვირტები, ფორმით ჩაი წააგავს ბამბუკის ფოთლებს. მშრალი ფოთლის არომატი მაღალი და ქორფა, თაფლის და ყვავილების ნოტებით. ნაყენი გამჭვ ირვალე, ყვეთელ-მომწვანო მეტად ღია ელფერის

მზა ჩაის ბუკეტი განსაკუთრებით ქორფაა, ჰაეროვანი, იდნავ სანელებლების სურნელით და ყვავილების ნოტებით. გემო რბილი, აბრეშუმის მსგავსი, გლუვი, რომელიც ბოლოში გადადის სიტკბოში და აჩენს სურვილს კიდევ და კიდევ სმის. ეს მართლაც შესანიშნავი, სიამოვნების მომტანია ჩაია.

დაყენება: ადუღების შემდეგ ოდნავ გაჩერებული 90 გრადუსიანი წყლით, 2-3 გრ 120-150 მლ.წყალზე. ჩჟუ ე ცინის სამშობლოში თვლიან რომ წყალი ემეიშანის წყაროდან, შენშუეგე ჯადოსნური წყლის კოშკის სიახლოვეს,  გემოთი ტკბილია და ყველა წყალზე მეტად შეეფერება ამ ჩაის. რამდენადაც ეს წყალი არ არის ხელმისაწვდომი, დ ააყენეთ ტკბილი, რბილი წყლით ხელმისაწვდომი წყაროდან. ამ ჩაის ღირსებების სრულად გამოსავლენად, გამოიყენეთ ავთენტური სიჩუანის კვირტის ჩაი. ჩჟუ ე ცინ შექმნილია იმისთის რომ ის იყოს ჰაეროვანი, ფაქიზი და მსუბუქი; ამასთან, უმნიშვნელო კონცენტრაციითაც კი გაჩუქებთ შესანიშნავ, მდიდარი მოცულობის გემოს 7-8 ჩამოსხმის განმავლობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.