ლაო სიაო ე ჩუნ ლუი ჩა, 2005

კარგად გამოყვანილი მწვანე ჩაი ხუნანის პროვინციიდან. 2005 წლის მოსავალი.

მშრალ მდგომარეობაში: მურის ფერი წვრილი დახვეული ფოთლების გრეხილები. სურნელი თავშეკავებული, სანელებლიან-ხისებრი ყვავილების ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, მოყვითალო-ყურძნის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი შემდგარი, სანელებლიან-ხისებრი ყვავილების და ნიგვზის ნოტებით. სურნელი ნაზი, სანელებლიან-ბალახისებრი. გემო მკვრივი, ძალიან რბილი, ზეთოვანი, ტკბილი, ხილის მსუბუქი სიმჟავით და ხანგძლივ გამყოლი გამახალისებელი გემოთი.

დაყენების წესი: მოათავსეთ 4 გრ ჩაი ფაიფურის გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში და დაასხით 100 მლ ცხელი (70-75 გრადუსის) წყალი. პირველ ჯერზე დააყენეთ 15 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 8-9 დაყენებას.

მოქმედება გამაგრილებელი, მსუბუქად მატონიზირებელი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *