კარგად გამოყვანილი მწვანე ჩაი ხუნანის პროვინციიდან. 2005 წლის მოსავალი.
მშრალ მდგომარეობაში: წვრილი, გრეხილი, მურის ფერი, ბუსუსიანი კვირტები. სურნელი შემდგარი, ხისებრი შებოლვის ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, ყვითელი ყურძნის ელფერის.
მზა ჩაის ბუკეტი შემდგარი, სანელებლიან-ხისებრი ხილის, შებოლვის და ნიგვზის ნოტებით. სურნელი მშვიდი, სანელებლიან-ბალახისებრი. გემო მკვრივი, ზეთოვანი, მოტკბო, ყურძნის ქერქის მსუბუქი სიმწკლარტით, პიტნის სიგრილით და ხანგძლივ გამყოლი გამაგრილებელი შეგრძნებით.
დაყენების წესი: მოათავსეთ 4 გრ ჩაი ფაიფურის გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში და დაასხით 100 მლ ცხელი (70-75 გრადუსის) წყალი. პირველ ჯერზე დააყენეთ 15 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 8-9 დაყენებას.
მოქმედება გამაგრილებელი, მსუბუქად მატონიზერებელი.