მწვანე ჩაი ანხოის პროვინციის ხუანშანის რაიონიდან , 2023 წლის გაზაფხულის მოსავალი.
მშრალი სახით: ძალიან გრძელი (8-10 სმ), ბრტყელი, მუქი მწვანე ჩაის კლერტების ზოლები. არომატი ქორფა, ნაზი, თხილის და ბალახის ელფერით. ნაყენი გამჭვირვალე, ღია ფერის ყურძნის მსგავსი.
მზა ჩაის ბუკეტი ხასხასა, სანელებელ-მცენარეული თხილის და ყვავილების ნოტებით. არომატი ნაზი, ზაფხულის მდელოს ტონალობით. გემო შეფარული, რბილი, ზეთოვანი, ოდნავ შენელებული, ტოვებს კენკრის სიმჟავეს და მსუბუქ სიმწარეს, ხელახლა აცოცხლებს მოტკბო სისავსის შეგრძნებას.
დაყენება ცხელი წყლით 80°С ფაიფურის გაივანში (რთულია ასეთი სიგრძის კლერტები ჩაეტიოს ჩაიდანში დამტვრევის გარეშე). პროპორცია: 3-4 გრ 100მლ წყალზე. პირველი დაყენება 10-15 წამი, ჩაის სმა დაყენებისთანავე გადმოსხმით ექსპოზიციით 5 წამი და მეტი. 6-7 დაყენებას უძლებს.
კარგად კლავს წყურვილს, ახალისებს აღქმას, აუმჯობესებს განწყობას, სხეულს სიმსუბუქეს და გონებას სიმახვილეს ანიჭებს.