ჩუან ლუი ჩა (გაზაფხული 2024)

დაყენების ტემპერატურა: 80-85°С

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 5-6

ჩაის რაოდენობა: 2 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: გოგრის თესლის, კენკრის, ყვავილებისა და ბალახეულის ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: სიჩუანი

ფორმა: ფხვიერი

«მწვანე ჩაი ჩუანიდან» (პროვინცია სიჩუანის შემოკლებული სახელწოდება) მოიკრიფა და დამზადდა 2022 წლის მარტში, ემეიშანის მთების ახალგაზრდა, ნაზი ფოთლებისგან.

მშრალი სახით – ზეითუნისებრი-მწვანე ფერის დახვეული ფოთლების პატარა სპირალები. მშრალი ჩაის არომატი – ინტენსიური, ყვაილებისა და ბალახეულის ელფერით. ნაყენი – გამჭვირვალე, ძალიან ღია ზეითუნისფერი.

გამზადებული ჩაის ბუკეტი – კაშკაშა, გრილი, გოგრის თესლის, კენკრის, ყვავილებისა და ბალახეულის ნოტებით. არომატი – ნაზი, ტკბილი, კენკრის ოდნავი სიმჟავით. გემო – მდიდარი, წვნიანი, მოტკბო, კენკრის ოდნავი სიმჟავით. აქვს სასიამოვნო, გამაგრილებელი გემო.

ამ ჩაის აყენებენ გეივანში, ან შუშის ჭურჭელში, 80-85 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში. შეზავების პროპორცია : 2 გ 100 მილილიტრთან. მიირთვით წლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათანობით გაზრდით. უძლებს 6 გახსნას.

არაჩვეულებრივი მწვანე ჩაი – კაშკაშა, გრილი, მხიარული. კლავს წყურვილს, ავსებს ენერგიით, აგრილებს, ქმნის შესანიშნავ განწყობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *