პროვინცია გუანსის 2023 წლის მოსავლის მწვანე ჩაი.
მშრალი სახით: მონაცრისფრო-მომწვანო კვრირტებისა და მათი ფრაგმენტების, საშუალო ზომის სპირალები. არომატი – ინტენსიური, სანელებლებისა და ბალახეულის ელფერით. ნაყენი – გამჭვირვალე, მოყურძნისფრო-მოყვითალო.
გამზადებული ჩაის ბუკეტი – კაშკაშა, მრავალფეროვანი, მოხალული წაბლის, კენკრის, სანელებლებისა და ბალახეულის ნოტებით. არომატი – მკვრივი, სნალებლებისა და კენკრისეული. გემო – წვნიანი, მკვრივი, ოდნავ ცხარე, მოტკბო, კენკრის ოდნავი სიმჟავითა და სანელებლების ნიუანსებით. დალევის შემდეგ ტოვებს გამაგრილებელ და სასიამოვნო ეფექტს.
დააყენეთ ცხელ წყალში (80-90°С), ჰაივანში, ან ფაიფურის ჩაიდანში. წყალთან შეზავების პროპორცია: 3-4 გრამი 100 მილილიტრთან. მიირთვის წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათანობით გაზრდით. უძლებს 6-7 გახსნას.
ძალიან კარგი არჩევანია ჩაის ყოველდღიური ცერემონიებისთის. არის მატონიზირებელი, მრავალფეროვანი და განუმეორებელი.