დიან შენ პუერ ჩა ბინ (2005), 350 გ

გაჯერებული შენ პუერი კომპანია ‘დიან პუ’-საგან. 2005 წლის მოსავალი

350-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, იყოფა რუხ-ყავისფერ დახვეულ ფოთლებად, კლერტებად და უმნიშვნელო რაოდენობის წვრილ ლერწებად. სურნელი გაჯერებული, ხილისებრ-ხისებრი. ნაყენი გამჭირვალე, ქარვის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი მოწიფული, მრავალფეროვანი, ხილისებრ-ხისებრი, ბალზამის, შემოდგომის და სანელებლების ნოტებით. სურნელი ღრმა, რთული, ხილისებ-ბალზამის. გემო რბილი, გლუვი, მოტკბო, ხილის ოდნავი სიმჟავით და ბოლოსკენ გამაგრილებელი.

დააყენეთ 90-95 გრადუსიან ცხელ წყალში ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში. პროპორცია: 6 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით და ექსპიზიციის გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 12 დაყენების განმავლობაშ.

მრავალფეროვანი გემოს და მედიტაციური მოქმედების მქონე გაჯერებული შენ პუერის მშვენიერი ნიმუში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *