ფენცინ ეშენ დან ია

დაყენების ტემპერატურა: 90-95°C

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 8-9

ჩაის რაოდენობა: 5-6 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: სანელებელ-ყვავილოვანი, ხის და კენკრის ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: ფენცინი

ფორმა: ფხვიერი

2020 წლის გაზაფხულის მოსავალი – ფენცინის ოლქის „ველური ჩაის კვირტები“

მშრალ მდგომარეობაში: გრძელი, ხაოიანი, ვერცხლისფერ-მარგალიტისფერი კვირტები. მშრალი ჩაის სურნელი დელიკატური, ყვავილოვან-კენკრის. ნაყენი გამჭირვალე, თეთრი ყურძნის ფერის.

მზა ჩაის ბუკეტი ქორფა-ხალისიანი, სანელებელ-ყვავილოვანი, ხის და კენკრის ნოტებით. სურნელი ნაზი, ყვავილოვან-კენკრის. გემო ნაზი, ზეთოვანი, სანელებლიანი, მოტკბო, ხის მსუბუქი სიმწკლარტით, ტყის ჟოლოს სიმჟავით და პიტნის სიგრილით. ტოვებს ძლიერ და წვნიან გემოს.

დაყენების წესი: ჩაყარეთ 5-6 გრ ჩაი ფოროვან თიხის ჩაიდანში ან გაივანში და დაასხით 90-95 გრადუსის ცხელი წყალი (100 გრ). პირველ დაყენებაზე გააჩერეთ 15-20 წამი, შემდეგ დააყენეთ 5-10 წამიანი ექსპოზიციით, და აუცილებლობის მიხედვით გაადიდეთ დრო. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 9 დაყენებაში.

შესანიშნავი თეთრი შენი, ცოცხალი და მკვეთრი, მრავალწახნაგოვანი და სურნელოვანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *