ბულანშან ციაომუ შენ ბინ (2009), 345 გ

შენ პუერ ფაბრიკა „მენჰაი ცხიუმინ ჩაჩან’-საგან, ნედლეულად გამოყენებულია ბულანშანის მთის ჩაის ხეების ლერწები, 2009 წლის მოსავალი.

345-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, იყოფა მღვრიე-ყავისფერ დახვეულ ფოთლებად, კლერტებად და წვრილ ლერწებად. არომატი გაჯერებული, ხის-ბალზამის. ნაყენი გამჭირვალე, ყვითელი ჟანგმიწას ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი შემდგარ, ხის-ბალზამის, მუხის ხავსის, სანელებლების, შემოდგომის ფოთლების და ჩირის ნოტებით. არომატი რთული, თბილი, ხილისებრ-ბალზამის. გემო მკვრივი, მწკლარტე, მოტკბო, ოდნავ სიმწარით, ციტრუსის სიმჟავით, სანელებლების ნიუანსებით და ბოლოში ტოვებს ლიმონ-პიტნის გემოს.

მოათავსეთ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში და დაასხით 90-95 გრადუსიანიცხელ წყალში. პროპორციები: 5-6 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით და ექსპოზიციის თანდათანობით გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 10 დაყენების განმავლობაში.

შესანიშნავი გაჯერებული შენ პუერი, ცოცხალი და კაშკაშა, მიუხედავად ასაკისა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *