იუ ცჟენ შან შენ ბინ (2009), 345 გ

შენ პუერი იუს მთიდან (სიშუანბანნას ოლქი) „იუ მენსუნ ჩაე იუ ჩჟანცესიან გუნსი’’ ქარხანა, 2009 წლის მოსავალი,

345-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, იყოფა რუხ-ყავისფერ დახვეულ ფოთლებად, კლერტებად და უმნიშვნელო რაოდენობის ლერწებად. სურნელი თავშეკავებული, ხილისერბ-ხისებრი. ნაყენი გამჭირვალე, თხილის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი მოწიფული, მრავალწახნაგოვანი ფეროვანი, ხილისებრ-ხისებრი, ბალზამის, შემოდგომის, სოკოების და სანელებლების ნოტებით. არომატი რთული, ხილის-ბალზამის. გემო მკვრივი, გლუვი, წვნიან-მწკლარტე, მოტკბო, ხილის ოდნავი სიმჟავით, სანელებლების ნიუანსებით და გამაგრილებელი.

მოათავსეთ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში და დაასხით 90-95 გრადუსიანი ცხელი წყალი. პროპორციები: 6 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით და ექსპოზიციის გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 10 დაყენების განმავლობაში.

გაჯერებული შენ პუერის მშვენიერი ნიმუში – მრავალნი გემოთი და მედიტაციური მოქმედებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *