მოახლოებული ვეფხვი, ჩასაფრებული დრაკონი ( ვო ჰუ ცან ლუნ) (ნედლეული 2019, პრესი 2021), 357 გ

დამზადებულია ბადას მთაზე დაკრეფილი ნედლეულისაგან (მენჰაის ოლქი)

357-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, შედგება დახვეული მუქი-ყავისფერი ფოთლებისაგან და ჟღალი კვირტებისაგან. სურნელი გაჯერებული, ხის-თხილის. ნაყენი მუქი წაბლისფერ-მოწითალო.

მზა ჩაის ბუკეტი მოწიფული, თხილის მერქნის ფისის და ჩირის ნოტებით. სურნელი სქელი და თბილი, თხილის-ბალზამის. გემო მკვრივი, მომრგვალებული, ოდნავ მწკლარტე, წვნიანი სიმწარით, სანელებლების ნუანსებით და ხავერდოვანი გემოთი.

დააყენეთ 95 გრადუსიან ცხელ წყალში ფოროვანი თიხისგან დამზადებულ ჩაიდანში ან გაივანში. პროპორციები: 6-8 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 15 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 9 დაყენების განმავლობაში.

მოქმედება გამათბობელი, მსუბუქად მატონიზირებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *