357 გრამიანი საშუალო სიმკვრივის მუქი ყავისფერი დაპრესილი ფოთლების და კვირტების ბრტყელი ბრიკეტი. სურნელი თავშეკავებული, მერქნის ელფერით. ნაყენი მუქი მოწითალო-წაბლისფერი.
მზა ჩაის ბუკეტი მწიფე, ხის, პურის, თხილის, ნოტიო მიწის და შემოდგომის ნოტებით. სურნელი დაბალი, ხის; ცივ არომატში მკვეთრად იგრძნობა საზამთროს ნოტი. გემო თანაბარი, საშუალო სიმკვრივის, ოდნავ მწკლარტე, სანელებლის და მშრალი კენკრის ნიუანსებით.
დაყენების წესი: ფოროვანი თიხის ჩაიდანში და გაივანში მოათავსეთ 7 გრამი ჩაი და დაასხით 100 მლ ცხელი წყალი (95 გრადუსი). პირველ ჯერზე 10 წამი დააყენეთ, დალიეთ გადმოსხმით და ექსპოზიციის გადიდებით. 8 დაყენების განმავლობაში ინარჩუნებს გემოს და სურნელს.
ზემოქმედება შემათბობელი, ზომიერად მატონიზირებელი.