მომაჯადოებელი შუ (მენხაი უ ცზი, 2019)

100-გრამიანი საშუალო სიმკვივის ბლითი, შედგება დაპრესილი, დახვეული, მუქი ყავისფერი ფოთლებისაგან და მათი ფრაგმენტებისაგან. სურნელი გაჯერებული, ხისებრი. ნაყენი მუქი წაბლისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი მოწიფული, თხილის ელფერით პურის, ქერქის ფისის, შემოდგომის ფოთლების და ჩირის ნოტებით. სურნელი სქელი და თბილი, თხილისებრი შავი ქლიავის ნოტებით. გემო მკვრივი, ოდნავ მწკლარტე, ხავერდოვანი, მოტკბო, კაკაოს მსუბუქი სიმწარით.

დააყენეთ 95 გრადუსიან ცხელ წყალში ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში. პროპორციები: 6-8 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 9 დაყენების განმავლობაში.

მშვენიერი შუ პუერი – გამამხნევებელი, მკვეთრი და სურნელოვანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.