მუქი წყლის გუნტინ შუ პუერი (ნედლეული 2018, პრესი 2021), 357 გ

დამზადებულია გუნტინის მაღალი ხარისხის ნედლეულისაგან, მენჰაის ჩაის რეგიონი

357-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, შედგება დაპრესილი მუქი-ყავისფერი და ჟღალი კვირტებისაგან. სურნელი გაჯერებული, ხისებრ-ბალზამიკური. ნაყენი გამჭირვალე, მუქი წითელ-ყავისფერი.

მზა ჩაის თაიგული მოწიფული, ხის- თხილის, პურის, შემოდგომის და ბალზამის ნოტებით. სურნელი სქელი და თბილი, რთული, თხილის-ხის. გემო მკვრივი, წვნიანი, მოტკბო, ოდნავ მწკლარტე, მშრალი კენკრის სიმჟავით და სანებლების მსუბუქი ნიუანსებით.

დააყენეთ 95 გრადუსიანცხელ წყალში ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში. პროპორციები: 6-7 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 8-9 დაყენების განმავლობაში.

მოქმედება გამათბობელი, ზომიერად მატონიზირებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.