ნანნო ლაო შუ ჩა (ნედლეული 2009, პრესი 2019), 357 გ

დაყენების ტემპერატურა: 90-95°C

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 10

ჩაის რაოდენობა: 6-8 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: მოტკბო, კაკაოს წვნიანი სიმწარით და ხილის მსუბუქი სიმჟავით

მწარმოებლის პროვინცია: ნანნო

ფორმა: დაპრესილი

კარგად დამწიფებული შუ პუერი „ნანნო ლაო შუ ჩა“ დამზადებული 2019 წელს  შეკვეთით 2009 წლის მოსავლის ნედლეულისაგან. 57-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, იოლად იყოფა მუქ ყავისფერი ფოთლების ხვეულებად  და ჟღალი ფერის კვირტებად.

არომატი ზომიერად სანელებლის და მერქნის. ნაყენი გამჭირვალე, წითელ-წაბლისფერი. მზა ჩაის ბუკეტი მწიფე, სანელებლის და მერქნის, შემწვარი ბრინჯის, ნიგვზის, კაკაოს და ჩირის ნოტებით.

არომატი ღრმა და თბილი, სანელებლის და მერქნის. გემო მკვრივი და გლუვი, „მსუყე“, მოტკბო, კაკაოს წვნიანი სიმწარით და ხილის მსუბუქი სიმჟავით. ტოვებს ხანგრძლივ, წვნიან შეგრძნებას.

დააყენეთ 95 გრადუსის ცხელ წყლით, ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში. პროპორციები: 6-8 გ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველად 5-7 წამი დააყენეთ, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით და ექსპოზიციის თანდათანობით გაზრდით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 10 დაყენებამდე.

მშვენიერი, გაჯერებული შუ პუერი, რომელიც სიტუაციის მიხედვით შეიძლება განვიხილოთ როგორც ბუნებრივი ენერგეტიკი, ასევე როგორც დასვენების და მოშვების საშუალება. ეს დამოკიდებულია ჩაის კონცენტრაციაზე: რაც უფრო მაღალია კონცენტრაცია, მით უფრო ძლიერია ამ ჩაის მატონიზირებელი ეფექტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.