„კეთილგანწყობილი“ შუ პუერი (ნედლეული 2017, პრესი 2021), 357 გ

დამზადებულია მენჰაის ოლქის ნედლეულისგან, 2017 წლის მოსავალი

357-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, შედგება დახვეული მუქი-ყავისფერი ფოთლებისაგან წვრილი ყუნწებით და მოწითალო კვირტებით. სურნელი გაჯერებული, მერქნისებრი. ნაყენი მუქი-წაბლისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი მოწიფული, თხილის-ბალზამის, კაკაოს, სანებლების, შემოდგომის ფოთლების და ჩირის ნოტებით. სურნელი სქელი და თბილი, თხილის და შავი ქლიავის ნოტებით. გემო მკვრივი, ოდნავ მწკლარტე, მოტკბო, კაკაოს მსუბუქი სიმწარით, სანელებლების ნუანსებით, ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას.

დააყენეთ 95 გრადუსიან ცხელ წყალში ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში. პროპორციები: 6-8 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 9 დაყენების განმავლობაში.

მოქმედება გამათბობელი, მსუბუქად მატონიზირებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *