შუ პუერი „საოცარი“ (ნედლეული 2019, პრესი 2021), 100 გ

დამზადებულია მენჰაის ჩაის რეგიონში დაკრეფილი ნედლეულისაგან.

100-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, შედგება ჟღალი კვირტებისაგან, მუქი ყავისფერი დახვეული ფოთლებისა და ღეროებისაგან. სურნელი გაჯერებული, ხისებრ-ბალზამიკური. ნაყენი გამჭირვალე, მუქი მოწითალო-მოყავისფრო ელფერის.

მზა ჩაის თაიგული მოწიფული, თხილის-ხის, ჩირის, შემოდგომის ფოთლების და სანელებლების ნოტებით. სურნელი სქელი, დაბალი, რთული, თხილისებრ-ხისებრი. გემო მკვრივი, მწკლარტე, მოტკბო, წვნიანი სიმწარით და მშრალი კენკრის სიმჟავით.

დააყენეთ 95 გრადუსიან ცხელ წყალში ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში. პროპორციები: 6-8 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 10 დაყენების განმავლობაში.

მშვენიერი შუ პუერ მკვეთრი გამამხნევებელი გემოთი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *