მენჰაის ჩაის რეგიონში დაკრეფილი მეხუთე ხარისხის ნედლეულისაგან დამზადებული შუ პუერ
100-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, რომელიც შედგება დაპრესილი, დახვეული, მუქი ყავისფერი ფოთლებისა და მათი ფრაგმენტებისაგან. სურნელი გაჯერებული, ხისებრ-ბალზამიკური. ნაყენი გამჭირვალე, მუქი წაბლის ელფერის.
მზა ჩაის თაიგული მოწიფული, ხის, თხილის, შემოდგომის და ხილის ნოტებით. სურნელი სქელი და თბილი, თხილისებრი ჩირის ნოტებით. გემო მკვრივი, მწკლარტე, მოტკბო, კაკაოს ოდნავი სიმწარით.
დააყენეთ 95 გრადუსიან ცხელ წყალში ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში. პროპორციები: 6-8 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 9 დაყენების განმავლობაში.
მოქმედება გამათბობელი, მსუბუქად მატონიზირებელი.