Moychay Teabar Special (ნედლეული 2016, პრესი 2021), 100 გ

დამზადებულია ჩაის რეგიონში (მენჰაი) დაკრეფილი ნედლეულისაგან.

100-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, შედგება დაპრესილი მუქი-ყავისფერი და ჟღალი ფერის კვირტებისაგან. სურნელი გაჯერებული, ხისებრ-ბალზამიკური. ნაყენი გამჭირვალე, მუქი, წითელ-ყავისფერი ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი დასრულებული, თხილის-ბალზამის, ჩირის, შემოდგომის ფოთლების, მუქი ალაოს და შოკოლადის ნოტებით. სურნელი სქელი, დაბალი, რთული, თხილისებრ-ბალზამიკური. გემო ძალზე მკვრივი, გლუვი, მოტკბო, შოკოლადის ოდნავი სიმწარით, მშრალი კენკრის სიმჟავით, სანელებლების ნიუანსებით, ტოვებს ხანგძლივ ხავერდოვან გემოს.

დააყენეთ 95 გრადუსიან ცხელ წყალში ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში. პროპორციები: 6-8 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 10 დაყენების განმავლობაში.

მშვენიერი არჩევანი ხარისხიანი შუ პუერის მცოდნეებისთვის: გაჯერებული გემო, მრავალფეროვანი სურნელი, გამათბობელი მოქმედება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *