„დიდი კვირტები“ 2019 წლის მოსავალი მენხაის ოლქიდან.
მშრალ მდგომარეობაში: საშუალო ზომის მოწითალო-ყავისფერი კვირტების ხვეულები. სურნელი ინტენსიური, თხილის და შოკოლადის ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, სქელი, გაჯერებული მოწითალო-წაბლისფერი.
მზა ჩაის ბუკეტი: გაჯერებული, თხილის, ხის, პურის, შემოდგომის ფოთლების, კაკაოს და ჩირის ნოტებით. სურნელი ინტენსიური, სქელი, რთული. ცივ სურნელში პურის, საზამთროს და კიტრის ნოტები. გემო მკვეთრი, გლუვი, ხავერდოვანი, მოტკბო, ხის მსუბუქი სიმწკლარტით და კაკაოს სიმწარით.
დაყენების წესი: მოათავსეთ 6 გრ ჩაი ფაიფურის გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში და დაასხით 95 გრადუსის ცხელი წყალი. პირველ ჯერზე 10 წამი დააყენეთ, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის გადიდებით. ინარჩუნებს 8 დაყენების გემოს და სურნელს.
ზემოქმედება შემათბობელი, ზომიერად მატონიზირებელი.