ტენგ ბადა შუ ჩა

შუ პუერი ბადას მთებიდან ( მენჰაის ჩაის რეგიონი), 2020 წლის მოსავალი.

მშრალ მდგომარეობაში: მცირე ზომის, მუქი ყავისფერი დახვეული ფოთლები და მათი ფრაგმენტები, წვრილი ყლორტები. არომატი თავდაჭერილი ხის. ნაყენი მუქი მოწითალო-წაბლისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი მომწიფებული, ხის-ნიგოზის,კაკაოს მარცვლის, დანესტიანებული ფოთლების და ჩირის ნოტებით. არომატი ინტენსიური, სქელი და თბილი, ხის-ბალზამის. გემო სქელი, რბილი, წელვადი, მოტკბო, ოდნავ სანელებლით, შოკოლადის მსუბუქი სიმწარით, ჩირის სიმჟავით და დალევის შემდეგ ხავერდოვანი შეგრძნებით.

დაყენება ცხელი წყლით (95 გრ) ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში. დაყენების პროპორცია: 6-7 გრ 100 მლ. წყალზე.  პირველი დაყენება 20წმ, შემდეგ მიირთვით მოკლე-მოკლე დაყენებებით, საჭიროების მიხედვით გაზარდეთ დაყენების დრო. გემოს და არომატს ინარჩუნებს 7 დაყენებამდე.

შესანიშნავი არჩევანია ყოველდღიური ჩაის სმისთვის: გაჯერებული და რბილი გემო, არომატი მრავალწახნაგოვანი, გამათბობელი ზემოქმედება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.