მაღალმთიანი ულუნი დამზადებული ალიშანის რეგიონში ვაკუუმის ფერმენტაციის ტექნოლოგიით 2020 წლის შემოდგომაზე.
მშრალ მდგომარეობაში: საშუალო ზომის ჩაის კლერტების დახვეული მურა კოშტები. სურნელი ინტენსიური, სანელებელ-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, მინდვრის თაფლის ელფერის.
მზა ჩაის ბუკეტი მრავალფეროვანი, სანელებლ-ყვავილოვანი, ბისკვიტების, ხის და კენკრის ნოტებით. სურნელი ღრმა და თბილი, ხილისებრ-ყვავილოვანი. გემო გლუვი, რბილი და ტკბილი, ზეთოვანი, ხილის სიმჟავით, ტოვებს გამომაცოხცხლებელ შეგრძნებას.
დააყენეთ 80-90°С გრადუსის ცხელ წყალში ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან ფაიფურის გაივანში. პროპორციებო: 6 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით, თანდათან გაადიდეთ ექსპოზიცია. გემოს და სურნელს ინარჩუნებს 10 დაყენების განმავლობაში. კარგი არჩევანია დღის მეორე ნახევარში ემოციური განტვირთვისთვის.