„და ვუ ე“ ულუნი („დიდი მუქი ფოთოლი“), 2022 წლის ზამთრის მოსავალი. (ცეცხლი საშუალოზე მაღალი, მაგრამ არა ზედმეტი).
მშრალ მდგომარეობაში: მსხვილი, ბორდოსფერ-მოყავისფრო ჩაის ფოთლის ხვეულები. არომატი ინტენსიური, ხილის-ყვავილების. ნაყენი გამჭვირვალე, თეთრი ყურძნისფერი.
მზა ჩაის ბუკეტი მრავალწახნაგოვანია და მკვეთრი, ხილის-ყვავილების, ხის, სანელებლის და კენკრის ნოყებით. სურნელი მაღალი, ხილის-ყვავილების. გემო წვნიანი, მკვრივი, ოდნავ სანელებლების, სასიამობნოდ მთრიმლავი, კენკრის სიმჟავით და გამახალისებელი გემოთი დალევის შემდეგ.
დაყენება ცხელი წყლით (80-90 გრადუსი) ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან ფაიფურის გაივანში. წყალთან პროპორცია: 5გრ 100მლ წყალზე. პირველი დაყენების ხანგრძლივობა 5-7 წმ, შემდეგ ჩაი მიირთვით გადმოსხმით ექსპოზიციის თანდათან გაზრდით. გემოს და სურნელს ინარჩუნებს 7 დაყენების განმავლობაში.
კარგი არჩევანია ყოველდღიური ჩაის სმისთვის – მრავალწახნაგოვანი, მკვეთრი და სურნელოვანი.