„დიდი მუქი ფოთოლი“ – დანცუნების ერთ-ერთი ცნობილი სახეობაა, ფენიქსის მთებიდან. დამზადებულია ტრადიციული ტექნოლოგიით (მრავალჯერადი დახვევა, საშუალო ცეცხლი).
მშრალ მდგომარეობაში – დაგრეხილი ფოთლების მსხვილი მუქი-ბორდოსფერი ხვეულები. მშრალი ჩაის სურნელი ინტენსიური, ყვავილოვან-კენკროვანი, სანელებლების ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, ყვითელი ყურძნის ელფერის.
მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, მრავალფეროვანი, სანელებლიან-ყვავილოვანი მოცხრის ფოთლის, მიხაკის, რძის, ვანილის და გრეიფრუტის ნოტებით. გემო მკვრივი, წვნიანი, სრიალა, სასიამოვნოდ მწკლარტე, გრილი, სანელებლების ნიუანსებით. სურნელი ინტენსიური, სანელებლიან-ყვავილოვანი. ტოვებს გამამხნევებელ ხანგძლივ თანმდევ გემოს.
დაყენების წესი: მოათავსეთ 4 გრ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში, რომელიც განკუთვნილია ძლიერად ფერმენტირებული ულუნებისთვის ან გაივანში. დაასხით 100 მლ ცხელი (95-100 გრადუსის) წყალი. დალიეთ ჩამოსხმით და ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 10 დაყენებას.
კლასიკური გუანდუნის ულუნი ყველანაირი სიტუაციისათვის და განწყობისთვის – მკვეთრი, მრავალფეროვანი გემოთი და მატონიზირებელი მოქმედებით. სუსტ კონცენტრაციაში კარგია საღამოს ჩაის სმისთვისაც.