ია ში სიან

დამზადებულია ფენხუანშანის მთებში გაზაფხულის კლერტებისაგან, ია ში სიან-ის ჯიში, 2021 წლის მოსავალი (საშუალო ცეცხლი)

მშრალ მდგომარეობაში: მსხვილი, ლილა-ყავისფერი ხვეული ფოთლები წვრილი ლერწებით. არომატი ინტენსუური, სანებლიან-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, წითელი ხის ელფერი.

მზა ჩაის ბუკეტი მრავალფეროვანი და კაშკაშა, ყვავილოვან-კენკროვანი, სანებლების და ციტრუსების ნოტებით. სურნელი ინტენსიური, მაღალი, ყვავილოვან-კენკრის. გემო მკვრივი, მწკლარტე, მოტკბო,  გრეიფრუტის მსუბუქი სიმწარით და ახალდაკრეფილი კენკრის სიმჟავით, რომელიც გადადის თანმდევ ხანგძლივ და წვნიან გემოში.

მოათავსეთ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში და დაასხით 90-95 გრადუსიანი ცხელი წყალი. პროპორციები: 4-5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათანობით გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 9 დაყენების განმავლობაში.

მშვენიერი არჩევანი გუნფუჩას ცერემონიისათვის. განსაკუთრებით მოეწონებათ ყვავილოვანი ულუნების მოყვარულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *