ლაო ია ში სიან

გამოყვანილი ულუნი „ია ში სიან“ (საშუალო ცეცხლი). 2016 წლის მოსავალი, განმეორებით გამომშრალი ნაკვერჩხალზე 2020 წლის გაზაფხულზე.

მშრალ მდგომარეობაში: მსხვილი, მუქი ლილისფერი ჩაის ფოთლების და წვრილი კლერტების ხვეულები. სურნელი ინტენსიური, ყვავილოვან-კენკროვანი. ნაყენი გამჭირვალე, წითელი ხის ელფერით.

მზა ჩაის ბუკეტი მრავალწახნაგოვანი და მკვეთრი, ყვავილოვან-კენკროვანი, სანელებლების, ხის და ბალზამის ნოტებით. სურნელი რთული, ღრმა, ყვავილოვან-კენკროვანი. გემო მკვრივი, აბრეშუმისებრი, მოტკბო, სანელებლიანი, ოდნავ მწკლარტე, კენკრის სიმჟავით და ციტრუსების მსუბუქი სიმწარით. ტოვებს გრძელ, წვნიან და ტკბილ გემოს.

დაყენების წესი: მოათავსეთ 4-5 გრ ჩაი ფაიფურის გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში და დაასხით 100 მლ ცხელი (85-90 გრადუსი) წყალი. პირველ ჯერზე 5-7 წამი დააყენეთ და მერე დალიეთ ჩამოსხმით და ექსპოზიციის თანდათან გაზრდით. სურნელი და გემო უძლებს 10 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანი ჩაის ცერემონიისათვის: მკვეთრი, მრავალწახნაგოვანი და ხანგრძლივი.

2 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *