დამზადებულია ფენხუანშანოს მთებში, 2022 წლის გაზაფხულის მოსავალი (საშუალო ცეცხლი)
მშრალ მდგომარეობაში: მსხვილი, ლილისფერი-მოყავისფერი ჩაის ფოთლების და წვრილი ყუნწების ხვეულები. სურნელი ინტენსიური, სანელებლიან-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, ყვითელი ჟანგმიწის (ოქრა) ელფერის
მზა ჩაის ბუკეტი მრავაფეროვანი და მკვეთრი, ყვავილოვან-კენკროვანი, არომატული მცენარეების და ჩირის ნოტებით. სურნელი ინტენსიური, მაღალი, ყვავილოვან-კენკროვანი. გემო მკვეთრი, ოდნავ მწკლარტე, მოტკბო, ახალი კენკრის სიმჟავით, რომელიც ტოვებს წვნიან შეგრძნებას.
მოათავსეთ 5 გრ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში, დაასხით 80-90 გრადუსიანი ცხელი წყალი (100 მლ). პირველ ჯერზე დააყენეთ 15 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 6 დაყენების განმავლობაში.
მშვენიერი არჩევანი დღის მეორე ნახევარში ემოციური გადატვირთვისთვის. განსაკუთრებით მოეწონებათ ეს ჩაი ყვავილოვანი დანცუნების მოყვარულებს.