ფენხუან მილან

„თაფლოვანი ორქიდეის სურნელი“ დამზადებულია ფენჰუანშანის მთებში, 2021 წლის გაზაფხულის მოსავალი (საშუალო ცეცხლი).

მშრალ მდგომარეობაში: მსხვილი, მუქი ლილისფერი დახვეული ჩაის ფოთლების გრეხილები წვრილი კლერტებით. სურნელი ინტენსიური, ხილის-ხის. ნაყენი გამჭირვალე, წითელი ხისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, სანელებლიან-კენკროვანი, ყვავილების, ხილის და ბალზამის ნოტებით. სურნელი ინტენსიური, სანელებლის-კენკრის. გემო ნოტიო,მწკლარტე, მოტკბო, ახლად დაკრეფილი კენკრის სიმჟავით, ბოლოში გამაგრილებელი.

მოათავსეთ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში და დაასხით 85-90 გრადუსიანი ცხელი წყალი. პროპორციები: 5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 7 დაყენების განმავლობაში.

კარგი არჩევანია ყოველდღიური ჩაის სმისთვის. მოქმედება გამათბობელი, მატონიზირებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *