დამზადებულია მეიჩჟოუს ოლქში, ფოშოუს სახეობის გაზაფხულის ყლორტებისაგან ჩაო ჩა-ს აუთენტური ტექნოლოგიით.
მშრალ მდგომარეობაში: ხვეული კვირტების წვრილი, მოწითალო-მოყავისფრო ფრაგმენტები, წვრილი ღეროები. სურნელი ინტენსიური, ცხარე, სანელებლიან-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, ველის თაფლის ელფერის.
მზა ჩაის ბუკეტი შემდგარი, მრავალწახნაგოვანი, ხილისებრ-სანელებლიანი, ხილის, ბისკვიტების და ხის ნოტებით. სურნელი რთული, თბილი, სანებლელებიანი. გემო მკვრივი, რბილი, მოტკბო, ოდნავი სიმწკლარტით, ხილის სიმჟავით, სანელებლების ნიუანსებით და ხანგძლივ გამყოლი გემოთი.
დაყენების წესი: მოათავსეთ 4-5 გრ ჩაი ფაიფურის გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში და დაასხით 80-90 გრადუსის ცხელი წყალი. დააყენეთ 9-10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით და ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 8 დაყენებას.
მშვენიერი არჩევანია ფიზიკურად და სულიერად გასათბობად.