ჩაოჩჟოუ შუისიან

„ჩაოჩჟოუ შუისიან“ („ნარგიზი ჩაოჩჟოუდან“). შუისიან – ფენჰუანშანის მთებში ველური სახით გაზრდილი აუთენტური ჩაის მცენარეების ძველებური დასახელება.

მშრალ მდგომარეობაში: მსხვილი, ლილა-ყვითელი დახვუელ-დაგრეხილი ჩაის ფოთლები წვრილი ლერწებით. არომატი ინტენსიური, სანელებლიან-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, თეთრი ყურძნისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი მრავალწახნაგოვანი და მკვეთრი, ყვავილოვან-კენკრის, ხის ფისის, სანელებლების და გამომცხვარი ხილის ნოტებით. სურნელი ინტენსიური, მაღალი, თბილი, სანელებლიან-ყვავილოვანი. გემო წვნიანი და მკვრივი, სანელებლიანი, ოდნავ მწკლარტე, მოტკბო, კენკრის მსუბუქი სიმჟავით, ხანგრძლივ ტოვებს გემოს.

მოათავსეთ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან ფაიფურის გაივანში და დაასხით 85-95 გრადუსიანი ცხელი წყალი. პროპორციები: 4-5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 5-7 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით და ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და არომატს 9 დაყენების განმავლობაში.

მოქმედება გამათბობელი, მკვეთრად მატონიზერებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *