ცივეი და ვუ ე

დამზადებულია 2018 წლის მაისში ცივეის ჩაის მეურნეობაში (ჩაოჩჟოუს ოლქი)  და ვუ ე-ს  (დიდი მუქი ფოთოლი) გაზაფხულის ყლორტებისგან. დამუშავების პროცესში ჩაის ფოთოლმა გაიარა მსუბუქი ფერმენტაცა და სუსტი ცეცხლი.

მშრალ მდგომარეობაში: დახვეული მოყავისფრო მსხვილი ხვეულები წვრილი ყლორტებით. სურნელი ინტენსიური, სანელებლიან-ბალახისებრი. ნაყენი გამჭირვალე, ყურძნის ელფერის (დაყენების პროცესში ყვითლდება).

მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, სანელებელ-ბალახისებრი ყვავილების, ხის და კენკრის ნოტებით. სურნელი ქორფა, მაღალი, სანელებლიან-ყვავილოვანი. გემო წვნიანი, ოდნავ მწკლარტე, ხილის სიმჟავით, ტოვებს ხანგრძლივ გამომაცოცხლებელ გემოს.

დაყენების წესი: მოათავსეთ ჩაი ფაიფურის გაივანში და ფოროვანი თიხის ჩაიდანში და დაასხით 80-95 გრადუსიანი ცხელი წყალი. პროპორციები: 4-5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით და ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 9 დაყენებას.

მშვენიერი ბუნებრივი ენერგეტიკი წვნიანი, მკვეთრი გემოთი და გამამხნევებელი, მატონიზირებელი მოქმედებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *