„მუქი ტე გუანინი“ სამხრეთ ფუცძიანის ოლქ ანსიდან. 2016-2018 წლის მოსავლის რამდენიმე ჯგუფის ნედლეულის ნაზავი.
მშრალი სახით : ახალამოსული ჩაის დახვეული ფოთლების, საშუალო ზომის, მუქი ყავისფერი გუნდები. არომატი – მკვრივი, სანელებლების, პურისა და ბოლის ნოტებით. ნაყენი – გამჭვირვალე, მუქი ქარვისფერი.
გამზადებული ჩაის ბუკეტი მრავალგანზომილებიანი, სანალებლების ბისკვიტის, ვანილის, ყავის, ბოლისა და ქლიავის ელფერით. არომატი – მდიდარი, მკვრივი და თბილი. გემო – ძლიერი, ზეთისებრი, მოტკბო, ხის ელფერითა და ყავის სიმწარით.
მისი დაყენება სასურველია ფაიფურის გეივანში ან ფორებიანი თიხისგან დამზადებულ ჩაიდანში. ეზავება 95°С-იან წყალს. შეზავების პროპორცია – 6 გ 100 მილილიტრთან. მისი დალევა სასურველია წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათან გაზრდით. გემოსა და არომატს იჭერს 10 გახსნის განმავლობაში.
ზემოქმედების ტიპი – ათბობს და რბილად ატონიზირებს.