„დიდი წითელი ხალათი“, 2018 წლის მოსავალი, ჩაის მეურნეობა მეიდუნიდან.
მშრალი სახით: ჩაის ფოთლების საშუალო ზომის, მუქი-ყავისფერი გრეხილი კვანძები. არომატი: მკვრივი, სანელებლებიან-პურიანი. ნაყენი: გამჭვირვალე, მუქი ქარვისფერი.
გამზადებული ჩაის ბუკეტი: სანელებლებიან-პურისებრი ხილის ჩირისა და პურის ყუას ნოტებით. არომატი: ღრმა, სანელებლებიან-პურისებრი, ცივი არომატი – ნაზი, ხილისა და ბისკვიტისებრი. გემო: რბილი, ზეთისებრი, ოდნავ სანელებლებიანი, ოდნავ მინერალური და კენკრისებრ მჟავე. სასიამოვნო, გამაგრილებელი გემო, დალევის შემდეგ.
მას აყენებენ 95 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში გეივანში, ან ფორებიანი თიხის ჩაიდანში, წყალთან შეზავების პოპორცია: 6-7 გ 100 მლ-თან. მიირთვით წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათან გაზრდით. ინარჩუნებს გემოსა და არომატს 5 დაყენების განმავლობაში.
ზემოქმედება – ათბობს და ატონიზირებს. საშუალო კონცენტრაციისას – ამშვიდებს.