სახელგანთქმული „რძიანი ულუნი“, რომელსაც რუსულენოვან ჩაის საზოგადოებაში, ასევე, უწოდებენ „ცეცხლოვან ყვავილს, რძის არომატით“. ჩვენს კოლექცია „ბეილისში“, ეს არის ერთადერთი ხელოვნურად არომატიზირებული ჩაი, დამზადებული ჩვენი მომხმარებლების ხშირი მოთხოვნების შედეგად, უმაღლესი ხარისხის ულუნისგან, რომელიც მოჰყავთ ანსიში. დამუშავებულია ტაივანის წარმოების საკვები არომატიზატორის ფერმენტაციის გზით (დაახლოებით, ასეთივე ტექნოლოგიით ამზადებენ ყვავილის ჩაის). გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნატურალურად არომატიზირებული „რძიანი ულუნი“ არ არსებობს.
მშრალი სახით – ნახევრად სფერული ფორმის, მოჭაობისფრო-მომწვანო მცირე კვანძები, ყვითელი კვირტებით. მშრალი ჩაის არომატი ტკბილი და ყვავილოვანია. ნაყენი – გამჭვირვალე, მოოქროსფრო-მომწვანო. ჩაის დალევის პროცესში ყვითლდება.
გამზადებული ჩაის ბუკეტი – ნათელი, მსუბუქი, ყვავილოვანი ქლიავის, კარამელის, ვანილის ნაყინისა და ხილის მონპასიეს ნოტები. არომატი – ნაზი, თბილი და ტკბილია. გემო – რბილი, ზეთოვანი, მოტკბო, ყოველგვარი სიმწარის გარეშე, უნაზესი ხილის სიმჟავით. აქვს სასიამოვნო, გამაგრილებელი გემო.
მისი გახსნა რეკომენდებულია 95°С წყალში, მსუბუქად ფერმენტირებული, ფორებიანი თიხის ჩაიდანში, ან გეივანში. წყალთან შეზავების პროპორცია – 6გ 100 მლ-ზე. მისი დალევა საჭიროა წყლის დამატებით, ექსპოზიციის გაზრდით. უძლებს 10 გახსნას.
«რძიანი ულუნი» მოეწონება აბსოლიტურად ყველას, ვისაც უყვარს ყვავილოვანი და არომატიზირებული ჩაი. ჩინეთსა და ტაივანში ამ ჩაის დალევა მიღებულია ჭამის წინ, მადის გასაძლიერებლად და ნივთიერებების უკეთესი მეტაბოლიზმისთვის.