ტე გუანინ განდე ნუნსიან

ტე გუანინ განდე ნუნსიან 500571

ულუნ „ტე გუანინ“ 2021 წლის შემოდგომის მოსავალიდან, ანსის ოლქის სოფელ განდიედან. დამზადებულია ნუნსიანის ტექნოლოგიით (მსუბუქი ფერმენტაცია, ზომიერი გათბობა).

მშრალ მდგომარეობაში: დახვეული ჩაის კლერტების საშუალო ზომის მწვანე ბურთულები. სურნელი ინტენსიური, ბალახისებრ-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, ღია მოყვითალო-მომწვანო ელფერის.

მზა ჩის ბუკეტი გამაგრილებელი, ბალახისებრ-ყვავილოვანი, ხილის ნოტებით. სურნელი ინტენსიური, ნაზი, ბალახისებრ-ყვავილოვანი. გემო თხელი, წვნიანი და ტკბილი, ზეთოვანი, ხილის მსუბუქი სიმჟავით. ტოვებს ხანგრძლივ, დასამახსოვრებელ გემოს.

მოათავსეთ ჩაი ფაიფურის გაივანში, ფოროვანი თიხის ან სელადონის ჩაიდანში და დაასხით 80-85 გრადუსის ცხელი წყალი. პროპორციები: 6 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 5-7 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 12 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანი გუნფუჩას ცერემონიისათვის – ერთდროულად ელეგანტური და მკვეთრი, ნაზი და ძლიერი, მრავალფეროვანი და ხანგძლივი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.