ტე გუან ინ (ნუნ სუან), გაზაფხული 2021. სოფელი სი პინ

„ძლიერი სურნელი ტე გუან ინ“ – ცნობილი ულუნი ფუცზიანის პროვინციის ანსის ოლქიდან. დამზადებულია 2021 წლის შემოდგომას სიპინის რაიონში, სადაც უძველესი ჩაის პლანტაციებია გაშენებული. ადგილობრივი ჩაის ოფიციალური ისტორია 1736 წელს იწყება, როდესაც ის იმპერატორის ჩაის რეესტრში შეიტანეს. ულუნი ტრადიციული ტექნოლოგიითაა დამუშავებული – ხანგძლივი დათბობა და საშუალო დონის ფერმენტაცია.

მშრალ მდგომარეობაში: მსხვილი, მკვეთრი მწვანე ფერის გრეხილი ჩაის კლერტები მოგრძო ყლორტების ჩანართით. სურნელი ინტენსიური, სანელებლ-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, ოქროსფერ-მომწვანე ელფერის, ჩაის სმის პროცესში ყვითლდება.

მზა ჩაის ბუკეტი ქორფა, მრავალწახნაგოვანი, ბალახისებრ-ყვავილოვანი იასამნის, ვანილის და ატმის ნოტებით. არომატი საამო, მკვეთრი სანელებელ-ყვავილოვანი. გემო რბილი, მკვრივი, ზეთოვანი, მოტკბო, კენკრის ოდნავ შესამჩნევი სიმჟავით. ყლორტები გემოს განსაკუთრებულ სისავსეს და მოცულობას მატებენ. დიდი ხნით ტოვებს წვნიან მოტკბო გემოს შეგრძნებას.

დაყენება: ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან სუსტად ფერმენტირებულ ულუნების გაივანში, ცხელ წყალში (90-95 გრადუსი). პროპორცია: 100 მლ წყალზე 4-5 გრ ჩაი. დალიეთ გრძელი დასხმით, ექპოზიციის გადიდებით. უძლებს 10 დაყენებას.

კლასიკური, „ზუსტად ის“ მრავალწახნაგოვანი გემო, საამო არომატი და ნამდვილი ემოციური ზემოქმედება. სხეულის ნეტარება და სულის ჰარმონია. ეს ჩაი დღესასწაულს წააგავს!

1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.