ტე გუან ინ (ცინ სიან), გაზაფხული 2023, სოფელი სიპინ

დამზადებულია 2019 წლის შემოდგომას სოფელ სიპინში ტეგუან ინის ჯიშის ჩაისაგან ცინ სიან-ის ტექნოლოგიით (მსუბუქი ფერმენტაცია, ნელი ცეცხლი)

მშრალ მდგომარეობაში: წვრილი, ჩაის ყლორტების გრეხილების პრიალა მწვანე ბურთულები. არომატი ინტენსიური, ხილ-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, ყვითელ-მომწვანო ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი ცოცხალი, მკვეთრი, ბალახისებრ-ყვავილოვანი სანელებლების, მწვანე თხილის, იასამნის და ატმის ნოტებით. არომატი ნაზი, მრავალწახნაგოვანი, ბალახისებრ-ყვავილოვანი, ოდნავ შესამჩნევი კენკრის სიმჟავით, სანელებლის ნიუანსებით და წვნიანი გემოს შეგრძნებით.

დაყენება: ცხელი (97 გრადუსი) წყალი ჩაასხით ფაიფურის გაივანში, ან შუშის ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში. პროპორციები: 100 მგ წყალზე 4-5 გრ ჩაი. დალიეთ ჩამოსხმით, ექსპოზიციის გადიდებით. უძლებს 7-8 დაყენებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *