ტულოუ ლაო ულუნი

მომწიფებული „ტულოუ ლაო ულუნ“ ფუცზიანის პროვინციის სამხრეთიდან.

მშრალ მდგომარეობაში: საშუალო ზომის ჩაის კლერტების ბორდოსფერ-ყავისფერი გრეხილები. სურნელი ინტენსიური, შოკოლადის. ნაყენი გამჭირვალე, მოქარვისფრო.

მზა ჩაის ბუკეტი გაჯერებული, მრავალწახნაგოვანი, ხილის-სანელებლის, ბისკვიტის, ხის ფისის, კაკაოს და შავი ქლიავის ნოტებით. სურნელი ღრმა, თბილი, სანელებლის-ხის. გემო მკვრივი, მოაბრეშუმო, მოტკბო, სანელებლიანი, ხილის მსუბუქი სიმჟავით და ბოლოსკენ გამაგრილებელი.

მოათავსეთ ჩაი ფოროვანი თიხის ან სელადონის ჩაიდანში ან ფაიფურის გაივანში და დაასხით 90-95 გრადუსიანი ცხელი წყალი. პროპორციები: 6-7 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 8-10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 7-8 დაყენებას.

გუნფუჩასთვის მშვენიერი არჩევანი – მრავალმხრივი გემო, ღრმა სურნელი, მოსადუნებელი ზემოქმედება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *