ალიშან გაბა ულუნი SHQ (უმაღლესი ხარისხის)

„გაბა ულუნი SHQ” შეიქმნა ალიშანის ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიაზე, კუნძულ ტაივანის ცენტრალურ ნაწილში, 1350 მეტრის სიმაღლეზე. დამუშავების პროცესში ჩაის ფოთოლმა გაიარა მრავალსაფეხურიანი ფერმენტაცია ვაკუუმის პირობებში და ხის ნახშირზე ხანგრძლივი გახურება.

მშრალ მდგომარეობაში: მსხვილი მუქი ყავისფერი გორგლები პატარა კლერტებით. არომატი სქელი, სანელებლიანი, ღვინის ნოტებით. ნაყენი გამჭვირვალე, ველური თხილის ელფერით.

მზა ჩაის ბუკეტი: მრავალწახნაგოვანი, სანელებელ-მერქნისეული ხილის, ბისკვიტის, ყავის, კონიაკის, ბალზამისა და შოკოლადის ნოტებით. არომატი – სქელი და თბილი, რთული. გემო მკვრივი, რბილი, მოტკბო, ხილის სიმჟავით, სანელებლების ნიუანსებით და დაყვება ხავერდოვანი შეგრძნება.

დაყენების წესი: ცხელი წყალი (90-95 გრადუსი) გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში. მშრალი ჩაის პროპორცია წყალთან: 6გრ./100მლ. პირველი დაყენება 7-10 წამი, ამის შემდეგ ჩაის სმა გადმოსხმით, ექსპოზიციის თანდათანობით გაზრდით. იტანს 12 ჯერ დაყენებას.

ხსნის დაღლილობას და დაძაბულობას, ათბობს სხეულს და მოშვების საშუალებას აძლევს, ფილოსოფიურ განაწყობას უქმნის ადამიანს გარეშე მოვლენებთან მიმართებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.