გუი ფეი ულუნი

დაყენების ტემპერატურა: 75-85°С

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 10-12

ჩაის რაოდენობა: 6 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: ყვავილ-კენკრის, ეგზოტიკური ხილის, ნიგვზის ბისკვიტის და სანელებლების ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: ნანთოუს ოლქი

ფორმა: ფხვიერი

დამზადებულია ლუგუს რაიონში (ნანთოუს ოლქი), 2020 წლის შემოდგომის მოსავალი. მშრალ მდგომარეობაში:  ჩაის კლერტების ხვეული, მცირე ზომის, ჟღალი კოშტები. არომატი ინტენსიური, ბისკვიტის და კენკრის ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, თეთრი ყურძნის ფერი.

მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, მრავალწახნაგოვანი, ყვავილ-კენკრის, ეგზოტიკური ხილის, ნიგვზის ბისკვიტის და სანელებლების ნოტებით. სურნელი ღრმა და თბილი, ბისკვიტის და კენკრის. გემო ნატიფი, აბრეშუმის მსგავსი, მოტკბო, კენკრის სიმჟავით – იხსნება თანდათანობით, ავლენს მრავალ ნატიფ ნიუანსს. ტოვებს სასიამოვნო, გამახალისებელ გემოს.

დააყენეთ 75-85 გრადუსის წყალში გაივანში ან ფოროვან თიხის ჩაიდანში. პროპორციები: 6 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 15 წამი, ამის შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათანობით გაზრდით. უძლებს 12 დაყენებას. მშვენიერი ჩაია ცერემონიებისთვის, ნებისმიერი სიტუაციისა თუ განწყობისთვის.

1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *