დუნ ფან მეი ჟენ (სინჩჟუ)

დაყენების ტემპერატურა: 75-85°С

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 9-10

ჩაის რაოდენობა: 5-6 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: ყვავილოვან-კენკრისებრ ბისკვიტის, ციტრუსის და სანელებლების ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: ტაივანი სინჯოუ

ფორმა: ფხვიერი

„აღმოსავლეთის ლამაზმანი“ სინჯოუს ოლქიდან (ტაივანის კუნძულის ჩრდილოეთი ჩაის რეგიონი), 2020 წლის შემოდგომის მოსავლიდან. ეს სახეობა ცნობილია იმით, რომ მის ფორმირებაში მონაწილეობას იღებენ პატარა მწერები სახელად ფუჩენ-ცზი (Jacobiasca formosana); ჩაის ბუჩქი, თავს იცავს რა მათი დაგესვლისგან, იცვლის საკუთარ ქიმიურ შემადგენლობას. შედეგად ვიღებთ მზა ჩაის საოცარ, განუმეორებელ ბუკეტს.

მშრალ მდგომარეობაში: საშუალო ზომის ლილისფერ-მოყავისფრო ფოთლების ხვეულები და მოვერცხლისფრო ბეჟი კვირტები. არომატი არც თუ მკვეთრი, კენკრის და ბისკვიტის. ნაყენი გამჭირვალე, თეთრი ყურძნის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი მრავალფეროვანი, ყვავილოვან-კენკრისებრ ბისკვიტის, ციტრუსის და სანელებლების ნოტებით. არომატი ნაზი და ალერსიანი, ყვავილოვან-კენკრისებრი. გემო ნაზი, აბრეშუმისებრი, მოტკბო, გამახალისებელი სიმჟავით და სანელებლების ნიუანსებით – იხსნება თანდათან, ელფერთა ცვლილებით/თამაშით. ტოვებს სუფთა და ქორფა  წვნიან შეგრძნებას.

დააყენეთ 75-85 გრადუსის წყალში გაივანში ან ფორისებრ თიხის ჩაიდანში. პროპორციები: 5 გრ 100 მლ წყალზე. პირველად 15 წამი დააყენეთ, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით თანდათან გაზრდილი ექსპოზიციით. უძლებს 10-მდე დაყენებას.

ტაივანის ულუნების ოჯახის უმშვენიერესი წარმომადგენელი, ნებისმიერი ჩაის კოლექციის მშვენება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *